ამბები




თბილისში ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება





დღეს, 19:00 სთ-ზე თბილისში, ქავთარაძის ქ.N 23-ში, ყოფილი "ლეჩკომბინატის” შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი იხსნება. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი 9,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და მისი კლინიკური და ფუნქციური დაგეგმარება „JCI"-ის (საერთაშორისო ერთობლივი კომისია) რეკომენდაციებით განხორციელდა, რომელიც სამედიცინო სტანდარტის დამდგენი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა.

 

დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. მძლავრადაა განვითარებული რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები.

დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს დაფარავს, როგორც ბავშვებისათვის ისე მოზრდილებისთვის. ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც.

ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" განახორციელა და მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ბენეფიციარს მოემსახურება. რთული სამედიცინო შემთხვევებისას ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების განხილვა ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციით.

2017 წლის ზაფხულში, ამავე შენობაში ფუნქციონირებას უკვე ცენტრის ჰოსპიტალური ნაწილიც დაიწყებს, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითა და კომპიუტერული საოპერაციო ბლოკებით იქნება აღჭურვილი. ქავთარაძის ყოფილი „ლეჩკომბინატის" შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2017 წლის ბოლომდე 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს და სამედიცინო დაწესებულების მთლიანი ფართი 35 000 კვ/მ განისაზღვრება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com