ამბები




მაგდა პაპიძემ მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯის განაჩენი გაასაჩივრა





მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

პაპიძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადეს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი, სასჯელის ვადის ნაწილში საკასაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 აგვისტოს შეიტანეს. 

ადვოკატები მსჯავრდებულისთვის შეფარდებული უვადო პატიმრობის შეცვლასა და მისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ოდენობის შეფარდებას ითხოვენ. 

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 4 ივლისს გამოიტანეს. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე კი, რომელმაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე გაიმართა მოსამართლემ მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com