ამბები




დევნილთა ყოფილი მინისტრი სკანდალურ განცხადებას აკეთებს


დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება ტენდერებს და კორუფციულ გარიგებებს უკავშირდებოდა და ამ ყველაფრის უკან ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი დგანან. დარახველიძის თქმით, სოზარ სუბარი თანამდებობაზე იმიტომ დანიშნეს, რომ ის დათანხმა, სამინისტროში ღარიბაშვილის და ჩხენკელის ინტერესები გაეტარებინა. საქმე დევნილთა ოჯახებისთვის ბინების მშენებლობას ეხება. ყოფილი მინისტრის თქმით, მის მიერ დაწყებული პროექტები, .რომლის მიხედვითაც უფრო მეტი დევნილის ბინით დაკმაყოფილება იქნებოდა შესაძლებელი, 2 წელია თაროზეა შემოდებული.

"კონფლიქტი წარმოიშვა სამინისტროს და ეკონომიკურ საბჭოს შორის. რომან ჩხენკელი ახორციელებდა აქტიურ ჩარევას სამინისტროს საქმიანობაში. ამ შემთხვევაში არბიტრი გახლდათ მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩვენს შორის დავა გადაწყვიტა ჩხენკელის სასარგებლოდ. ფაქტი იყო ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხდებოდა სამინისტროს საქმიანობაში ჩარევა და საბოლოოდ, მოხდა სამინისტროს მიერ გასაზღვრული პოლიტიკის ცვლილება. ახალი მინისტრი კი დათანხმდა, მიეღო ის პირობები, რომლებსაც მე ვეწინააღმდეგებოდი”-განაცხადა დარახველიძემ TV-პირველთან საუბრის დროს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com