ამბები




მოგების გადასახადის დაბეგვრის წესი შეიცვლება


 

 ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება განიხილება.

პრემიერის განმარტებით, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში.

„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან, რომელთან პარტნიორობის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია.

პრემიერის ინფორმაციით, გარკვეული კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. კანონპროექტი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტში გაიგზავნება.

„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com