ამბები

C ჰეპატიტის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 2 კვირიანი აქცია იგეგმება


 

28 ივლისს, მთელი მსოფლი აღნიშნავს ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღეს. აღნიშნული დღე იძლევა საშუალებას გავერთიანდეთ, რათა ერთად დავამარცხოთ Cჰეპატიტი, შესაბამისად ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოსქ.ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს მუნიციპალური ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზა" -ს ორგანიზებით დაგეგმილია ორ კვირიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

·28 – 29 ივლისი - ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის სავაჭრო ცენტრი ქარვასლა

·28 ივლისი - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი გზა" - ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდ, ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში თემაზე ,,ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და გამოწვევები" 16,00 საათზე

·1 – 2 აგვისტო - ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის ცენტრალური საკოლმეურნერო ბაზარი

·2 აგვისტო - ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის სკრინინგი C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე

·3 -4 აგვისტო - ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის ჭავჭავაძის ბაზრობა ,,იმერეთი"

·5- აგვისტო ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის ეგრეთწოდებული ,,დოკი" -ს სავაჭრო კომპლექსი

·8 აგვისტო - ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის ქვიტირის ავტო ნაწილების სავაჭრო ცენტრი

·9 -19 აგვისტო - ლაბორატორიული საველე ბრიგადა განახორციელებს მოსახლეობის უფასო სკრინინგ ტესტირებას C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულებზე დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე, ქუთაისის შ.პ.ს. ანი -ნიკეას სავაჭრო ცენტრი

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com