ამბები

კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა



გურჯაანი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, სოფელ კაჭრეთში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com