ამბები




გარდაცვლილი ცოლ-ქმარი, რომლებიც გუშინ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ


 

ამ დროისათვის  დაშავებული მორაგბეებისა და მათი მეუღლეების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ისინი ქუთაისისა და სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულნი. 
შეგახსენებთ, რომ რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის, "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ. უკიდურესად მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობა. 
ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. 
მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

 

 


ინფორმაციას ”ნიუპოსტი” აქვეყნებს


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com