ამბები




"ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმას სახალხო დამცველი გამოეხმაურა


"ტაბულას" ჟურნალისტებზე თავდასხმას სახალხო დამცველი გამოეხმაურა




გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლის 12 იანვარს, ღამით ტელეკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ნინო მაჭარაშვილს, ლევან სუთიძესა და „ტაბულას" ყოფილ თანამშრომელს ავთო ქორიძეს რესტორანში სამი პირი დაესხა თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაამტვრიეს ინვენტარი და მიიმალნენ. ჟურნალისტების განმარტებით, თავდამსხმელები ამის მიზეზად მათ პროფესიულ საქმიანობას და მათი მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკას ასახელებდნენ. როგორც ცნობილია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, რომელიც ცემას გულისხმობს.
სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. განუზომელია გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის როლი ინკლუზიური, ინფორმირებული საზოგადოებებისა და დემოკრატიის მშენებლობაში, ჯეროვანი მმართველობის დამკვიდრებაში. აუცილებელია ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება, ხოლო დამნაშავე პირები ადეკვატურად დაისაჯონ. თავდამსხმელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალში ძალადობის განმეორების თავიდან ასაცილებლად. გამოძიების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სიძულვილის მოტივის სათანადოდ შეფასებაზე. საქართველოს სახალხო დამცველი უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com