ამბები




"თეატრალური იმერეთი 2016" დასრულებულია - გადაცემა "ყავა თუ ჩაი"


 
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2016" დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გაიმართა. 
პრიზები 12 ნომინაციაში გაიცა. ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად ჭიათურის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,გეტო" დასახელდა. საუკეთესო რეჟისორის წოდება კი გიორგი სიხარულიძეს მიენიჭა.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მსახიობმა სოფიო ჩირაძემ მიიღო. მსახიობმა დედის როლი ხონის სახალხო თეატრის სპექტაკლში "ნატაძრალი" განასახიერა. 
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობმა გიორგი გლოველმა მიიღო.
ფესტივალს "თეატრალური იმერეთი 2016" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თეატრალური ფესტივალი იმერეთში უკვე მეშვიდე წელია იმართება. ფესტივალის ფარგლებში წელს 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com