საუდის არაბეთში პირველად ქართული მინერალური წყალი გაიყიდება

04 ივლისი, 2016 2 579



მიმდინარე წლის ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის" მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი შედის სამეფოს 32 მილიონიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია "Amlak Trading Est.”

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიცაზია და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა გადაეცა ქ. რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: