ამბები




Singapore Airlines-ის თვითმფრინავს სინგაპურის აეროპორტში დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა


 Singapore Airlines-ის თვითმფრინავს სინგაპურის აეროპორტში დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება. თვითმფრინავში 222 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ხანძარი აეროპორტის საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. თვითმფრინავი სინგაპურიდან მილანში უნდა გაფრენილიყო. აფრენიდან ორ საათში ეკიპაჟმა ძრავში პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სინგაპურში დაბრუნდა.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com