პროექტის ATSUHACK გამარჯვებული ცნობილია


 

 პროექტი ATSUHACK-ი დასრულდა. 19 ივნისს 12 გუნდიდან 3 გამარჯვებული და ქუთაისის მერიის ფავორიტი ერთი გუნდი დასახელდა. პირველი ადგილისა და 4000 ლარის მფლობელი ჯგუფი HAND FOR HALP გახდა. გუნდის პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი და ადაპტირებული პროთეზების შექმნა. პრეზენტაციაზე ჯგუფს წარმოგენილი ჰქონდა ხელის პროთეზი, რომელმაც სპეციალური წამკითხველი ბარათის მეშვეობით იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ საგანთან. მაგალითად როგორ აიღოს ჭიქა, დაუკრას ფორტეპიანოზე, ატაროს ველოსიპედი, ითამაშოს კომპიუტერული თამაშები და სხვა.პროექტის ATSUHACK გამარჯვებული ცნობილია მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფმა BLACK BROTHERS. გუნდს წარმოდგენილი ჰქონდა პროექტი Park on me, რომელიც ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებასა და ქალაქის მანქანებისაგან განტვირთვას ისახავს მიზნად. პროექტის მიხევით შესაძლებელია აპლიკაციის შექმნა, რომელიც მომხრაბელს აცნობებს არის თუ არა პარკირებისათვის თავისუფალი ადგილი მისთის სასურველ ადგილას. ასევე მომხარებლს შესაძლებლობა ექნება პარკინგის ადგილი დაჯავშნოს. მესამე ადგილისა და მერიის ფავორიტი გუნდის ტიტულის მფლობელი ჯგუფი STEP BY STEP გახდა. გუნდის პროექტი SMART CITY 4 ეტაპიანია, პირველი ეტაპი SMART LIGHT ქალაქის ქუჩებში ისეთი განათებების დამონტაჟებას გულისხმობეს, რომელიც ხელს შეუწყობს ავარიაების შემცირებასა და ასევე დაზოგავს ელექტროენერგიას.

 

პროექტის ATSUHACK გამარჯვებული ცნობილიაპროექტის საპრიზო ფონდი 8 000 ლარი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადანაწილდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის შედეგად საშუალება ჰქონდათ შეემუშავებინათ და დაეცვათ თავიანთი იდეები. საბოლოო ჯამში იდეები ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, საქართველოში მაიკროსოფტის ხელმძღვანელი შოთა მურცხვანიძე, ფაბლაბის მენეჯრი გიორგი ჩაჩუა, პროგრამისტი მალხაზ ჯიჯიხაძე და დეველოპერი რამინ ჯუღელი იყვნენ.

პროექტი ATSUHACK-ი აწსუ-ში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებისა და სკოლის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელშეწყობა იყო.

პროექტი აწსუ-ის საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის, FABLAB_ATSU-ს, IHUB თბილისი-ს,საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com