2015 წლის დეკემბრის თვეში უძ- რავი ქონების ტრანზაქციათა რაოდენობა გაიზარდა

11 იანვარი, 2016 2 199


 
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში უძ- რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა. ა.წ. დეკემბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის დეკემბერთან (43 325 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 27.9%-ით, 2012 წლის დეკემბერთან (37 984 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 45.9%-ით, 2013 წლის დეკემბერთან (45 139 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 22.8%-ით, 2014 წლის დეკემბერთან (50 771 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.2%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა და- ფიქსირდა როგორც პირველადი (28.4%-ით), ისე მეორადი (24.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.207). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (31.6%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირველა- დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 644, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციე- ბის რაოდენობამ - 44 774 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბე- რი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.962 და 1.444 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. დეკემ- ბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს - პირველა- დი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%). 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: