ამბები

რატომ არის "კანონიერი განაშენიანება" კანონით აკრძალული


 რატომ არის "კანონიერი განაშენიანება"  კანონით აკრძალული

 

 

11 ივნისს, 14:00 საათზე, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ოფისში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე "ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის აკრძალული განაშენიანება”. მრგვალ მაგიდას გაუძღვება "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” იურისტი, ანანო ცინცაბაძე.

მოხსენება შეეხება სამართლებრივი კვლევის პრეზენტაციას, რომელმაც ორგანიზაციამ "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" ჩაატარა იმის დასადგენად, თუ როგორ გახდა შესაძლებელი მკაცრი დაცვის ისტორიულ ზონებში პანორამა თბილისის მშენებლობისთვის ნებართვების გაცემა.

კვლევამ დაადგინა, რომ 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი; 2009 და 2014 წლებში მიღებულ ქალაქ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ ასახულა ქალაქ თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის- ქ.თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, რამაც ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში; დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები; "პანორამა თბილისის” პროექტისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებით.


აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალი მაგიდის ციკლიდან, რომელსაც ახორციელებს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" თანამშრომლობით.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com