შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები გადაარჩინეს

09 იანვარი, 2016 2 199


შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები გადაარჩინეს



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთის რაიონში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.

ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ ,,112“- ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე რიონის და მდინარე ყვირილას შესართავთან, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. წყლის დონის მომატების გამო, ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.

ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ ადგილობრივი სამაშველო ჯფუფები, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს სამაშველო ღონისძიება და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: