ამბები




ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა


 ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა



"შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)."- წეია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com