ამბები




შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ამოიღო


შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ამოიღო




შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ. თბილისში, სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ნიკოლოზ თ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „სტეჩკინ-ნეუგოდოვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური პისტოლეტი, „პე-ეს-ემ"-ის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „არმინიუსის" მოდელის არარეგისტრირებული რევოლვერი, „ა-კა-ეს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ტოზ ბე-ემ"-ის მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, 2 მაყუჩი, „ერ-გე-დე 5"-ის ტიპის 1 ცალი მსხვრევადი ხელყუმბარა, 1 ცალი ელექტროდეტონატორი, ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, ქარხნული წესით დამზადებული 2 ცალი ხიშტ-დანა და 145 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com