ამბები




კერძო სკოლებისთვისაც სწავლის დაწყების სავალდებულო თარიღი 15 სექტემბერი იქნება.


 

კერძო სკოლებისთვისაც სწავლის დაწყების სავალდებულო თარიღი 15 სექტემბერი იქნება.

 
 


პროექტის თანახმად, თუ კერძო სკოლები სწავლას აღნიშნულ დროს არ დაიწყებენ, მათ ამის დასაბუთება მოუწევთ.ცვლილების მიხედვით, 15 სექტემბერი თუ დასვენების ან უქმე დღე იქნება, სწავლა დაიწყება შემდგომ პირველ სამუშაო დღეს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტით განსხვავებული სასწავლო წლის დაწყების თარიღი შესაძლოა განისაზღვროს შემდეგ შემთხვევებში: საჯარო სკოლებში პილოტირების განხორციელებისას,სკოლებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (ეკოლოგიური კატასტროფა ან/და ეპიდემია, მასობრივი არეულობა და სხვა), აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას. ცვლილების მიზეზი შემდეგნაირადაა განმარტებული: „იმის გამო, რომ კერძო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი კანონით არ არის დადგენილი, მათ უმრავლესობაში სწავლა იწყება უფრო გვიან, ვიდრე საჯარო სკოლაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვს 6 წელი უსრულდება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეში და ეკონომიკურად შეძლებულ მშობელს ბავშვი სასწავლებლად შეჰყავს კერძო სკოლაში, რასაც სხვა ბავშვების უმრავლესობა ვერ ახერხებს და იძულებულია დაელოდოს შემდეგი სასწავლო წლის დაწყებას. ამის გამო ბავშები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com