ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო


 


 

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ტაძრებში ჩატარდა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ქალაქებში კი ტრადიციული ალილო მოეწყო. საშობაო მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. მსველელობა ქუთაისის მერიის შენობიდან დაიწყო და ცენტრალური ქუჩები მოიცვა. ალილოში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ისე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფოლკლორული ჯგუფი ნაი-ნაი და ჩოხოსნები. მეალილოები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისში საშობაო მსვლელობა ტრადიციულ სახეს ატარებს და უკვე რამდენიმე წელია რაც იმართება. შეგროვებული ფულითა თუ პროდუქტით, ორგანიზატორები სოციალურად დაუცველ ადამინებს, დღის ცენრებსა და სათნოების სახლების ბენეფიციარებს ეხმარებიან.

 

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com