ამბები




წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელეს


2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა, - გამარჯვებული სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.
პრემიერმა სპორტსმენებს წარმატებული 2015 წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ პირადად გულშემატკივრობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც ლას-ვეგასში, ურთულეს ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. ჯილდოები კიდევ 9 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ. ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი. დაჯილდოების ცერემონიაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სპორტული კლუბის „მია ფორსის" წარმომადგენელს დათა ქაჯაიას განსაკუთრებული დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. დათა ქაჯაია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც 2015 წელს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით რბოლაში იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com