ამბები

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა


საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თანათავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება 4 მაისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მმართველი კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული - 22 წევრიდან საქართველოს თანათამჯდომარეობას 18-მა დაუჭირა მხარი. თანათავმჯდომარეობის კანდიდატ ქვეყნებად საქართველო, ხორვატია და რუმინეთი იყვნენ წარდგენილნი. 
 
„ღია მმართველობის პარტნიორობის" თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. საქართველო მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის" სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებასა და აქტივობების განხორციელებაში და ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო დონეზე წარადგინოს ის ინოვაციები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ახორციელებს. 
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com