ამბები




გიდის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ქუთაიში სტუდენტები გადამზადდა


 
პროექტის ,,გახდი გიდი შენს ქალაქში", მონაწილეებს ქუთაისის მერი შეხვდა. შოთა მურღულიამ პროექტის მონაწილეებეს წარმატება მიულოცა და კურსის წარმატებით გავლის დამადასრურებელი სერთიფიკატები გადასცა. პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების ინიციატივით განხორციელდა, რომლის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გადამზადდა. პროექტი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტებთან ურთიერთობის გაძლიერებასა და გიდის პროფესიის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ერთი კვირის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა თემატიკის მიხედვით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი გაიარეს.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com