ამბები




თურქეთის ქალაქ ბურსაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს


 

 თურქმა სამართალდამცველებმა სამშაბათს ქალაქ ბურსაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანლი 12 პირი დააკავეს. დაკავებები ერთდროულად 4 ქალაქში სტამბულში, აფიონში, შანლიურფესა და ბურსაში მიმდინარეობდა. თვითმკველმა ტეროტისტმა ქალმა თავი ქალაქის ცენტრში თურქეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასთან ულუ-ჯამის მეჩეთთან აიფეთქა. სპეციალისტები აფეთქების ადგილას გენეტიკურ მასალებს უკვე აგროვებენ თუმცა თვითმკვლელი ტერორისტის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. შეგახსენებთ რომ აფეთქებისას 13 ადამიანი დაშავდა რომლებიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებიან. პოლიციას აფეთქების რაიონში პატრული ჯერ არ მოუხსნია, ქალაქში შემსვლელთათვის კი მოქმედებს გამკაცრებული საპასპორტო კონტროლი.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com