ამბები




სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება


2016-2017 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, სწავლა ყოველთვის დაიწყოს ფიქსირებული თარიღით – 15 სექტემბერს და არა, როგორც აქამდე იყო – 10 სექტემბრის შემდეგ პირველ ორშაბათს.

„ჩვენ გამოვედით ინიციატივით,, სწავლა იყოს ფიქსირებული თარიღით, 15 სექტემბრით, რათა მშობლებმა შეძლონ და დაგეგმონ დასვენება და არდადეგები. აღნიშნულ ცვლილებაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 14 ან 15 სექტემბერს უკვე შეუსრულდათ," – განაცხადა ლია გიგაურმა.

edu.aris.ge-ს კითხვაზე, თუ რამდენ პირველკლასელს ელოდებიან წელს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ წელს საჯარო სკოლები 49 000–ზე მეტ პირველკლასელს მიიღებს.

როგორც ლია გიგაურმა edu.aris.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 2016–17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები არ განხორციელდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს საჩუქრად სახელმძღვანელოებს, ხოლო პირველკლასელებს ტრადიციისამებრ გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები. კომპიუტერების შესაძენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებით თარიღს ყველა კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება – პროცედურები

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S