ამბები




სოფლის მეურნეობის მინისტრმა წყალტუბოში კოოპერატიული მეურნეობა დაათვალერა


 
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რ/კ ჯანელიძეები" მოინახულეს. კოოპერატივში ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე, ასევე შპს „ჰერბია"-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საექსპორტოდაც გადის. 2015 წლის ბოლო კვარტალში შპს „ჰერბია"-ზე გაყიდულმა მწვანილმა 34 319 ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში ჰერბია-ს 114000, თებერვალში 17 925, მარტში კი 57188 ლარის პროდუქცია მიეწოდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2015 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 6 წევრს აერთიანებს.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com