ამბები




ძალოსნობა: ოქრო-ვერცხლი და რიოს ლიცენზია ევროპირველობიდან (ვიდეო)


 

ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში დასრულებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამასთან რიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი, რიგით მე-4 ლიცენზია დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ტალახაძე (+105), ვიცე-ჩემპიონი კი - უკრაინული ფესვების მქონე ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ვერცხლის მედალი და ლიცენზია მოუტანა.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ფიორდეში ჯამში 463 კგ ასწია. ატაცში 212 კგ და ევროპის რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი - 251 კგ დაძლია. ტალახაძემ მთავარ მედალთან ერთად ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა.

ანასტასია გოტფრიდმა, ორჭიდში 249 კგ-ის დაძლევა შეძლო და ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმ ხურშუდიანს მხოლოდ 1კილოთი ჩამორჩა.

რიოში საქართველოს სახელით 4 ძალოსანი გამოვა  - 3 ლიცენზია ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა შარშან ჰიუნსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=143&info_id=14459скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com