სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობას გაეცნო


სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება.


თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. კვლევები ტარდება როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც. უკვე დანერგილია და აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის დაავადებების კვლევაც. ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა. რეგიონის მასშტაბით სააგენტოს სპეციალისტები სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის კუთხით ცხოველთა ვაქცინაციებს (დაავადებებზე -ცოფი, თურქული, ცხვრის და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი) ახორციელებენ.

მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკი. სააგენტოს სპეციალისტებმა 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცეს, მათ შორის 225 - მწვანილზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდაზე მეტყველებს.

 


 

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com