ამბები




"ამ დრომდე არ მოხერხდა, შრომის კოდექსის ახალი ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაცია"


 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში საქართველოში არსებული შრომითი პირობების შესახებ ვრცლადაა საუბარი.


დასკვნის მიხედვით ამ დრომდე არ მოხერხდა, შრომის კოდექსის ახალი ნორმების პრაქტიკაში იმპლემენტაცია.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კვლავ ხდება პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია, დასაქმებულთა გაერთიანების დევნა და შევიწროება. დამსაქმებლები, ზოგ შემთხვევაში ხელისუფლების გარკვეული რგოლების ჩარევითაც კი ახორციელებენ პროფკავშირების ჩანაცვლებას ეგრეთწოდებული "ყვითელი" პროფკავშირებით და გაერთიანებებიდან ხალხის მასობრივი გადინებების მთავარი ხელშემწყობები არიან.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ცალკეულად გამოყოფს რამდენიმე ქეისს, მათ შორის კაზრეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფიცვებს, შრომით დავას და ადგილზე პროფკავშირის ნგრევის ფაქტს, საქართველოს ფოსტასა და პედაგოგიური წრეებში, ასევე რკინიგზაში არსებულ შრომით დავას, წერს იქ არსებულ პრობლემებსა და სირთულეებზე. აღნიშნავს, რომ ჭიანურდება სასამართლო დავები შრომით საკითხებზე და ბევრგან ვერ მოხერხდა უკვე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებების ამოქმედება.
ამ დრომდე არ არსებობს ქმედითი შრომის ინსპექცია. მთავრობა ეფექტურად ვერ ახორციელებს მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების, შრომითი უსაფრთხოების თუ ჯანდაცვის სტანდარტების კონტროლს ვერც ერთ სექტორში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრაქტიკულად უმოქმედოა სამმხრივი კომისია.
დაუცველნი არიან არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულები, რომელთ ექსპულატაციაც ფორმალური კონტრაქტების არ არსებობის გამო, ხშირია. (იგულისხმება გარევაჭრობა დაა არა რეგულირებული ბაზრობაზე მომუშავეები).
დასკვნის მიხედვით მთავრობამ არ წარადგინა სტატისტიკა სამუშაო ადგილებზე დაზარალებულებსა და დაღუპულებზე და საერთაოდაც არ აწარმოებს ამგვარ სტატისტიკას. თუმცა არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით განსაკუთრებით სახიფათოდ სამთო სექტორია მიჩნეული. მოყვანილია ჭიათურის მაგალითიც, სადაც მხოლოდ 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების 3 და 15 მძიმე ტრავმის შემთხვევაა დაფიქსირებული.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com