ამბები




თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ თავდაცვის უწყების, ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიებს სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უპირატესობებზე ისაუბრა. სპეციალური საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა „დოკუმენტუმი" გამოცდილი და დანერგილია სხვადასხვა ევროპულ, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში.

 


თავდაცვის სამინისტრომ პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიარა ჯანდაცვის სამინისტროსთან. საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტების პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო „პაციენტთა ელექტრონული ისტორიებისთვის" იყენებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის უწყება „დოკუმენტუმს" პირველ ეტაპზე სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი მთელ შეიარაღებულ ძალებში დანერგავს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com