ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა


საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა
 
 
 
 
 
 

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა, საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც ეხებოდა ე.წ. „მოსმენებთან" დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია და მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობისფლობა, ადმინისტრირება და ამ პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის მომეტებულ რისკებს შეიცავს.

ამავდროულად, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მაიდენტიფიცირებელი მონაცემებისკოპირება და შენახვა. სასამართლომ განსაკურებული ყურადღება გაამახვილა, ამგვარი მონაცემების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიერ ფლობაზე და აღნიშნა, რომ ისეთი უწყების მიერ მონაცემების კოპირება „რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს."

სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებს. გადაწყვეტილების აღსრულების „გონივრულ და საკმარის ვადად" 2017 წლის 31 მარტი მიიჩნია.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com