ამბები




ქუთაისელმა ნიჩბოსნებმა 10 ოქროს , ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს


 
8-10 აპრილს თბილისმა კანოე – კაიაკით ნიჩბოსნობაში 2002 წლამდელთა შორის საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპსა და 2002–2004 წლიანებს შორის საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისელი ნიჩბოსნები, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიის ნავებით საერთო ჯამში 10 ოქროს და თითო–თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2002–2003 წლიანებში საქართველოს პირველობაზე 2 ადგილიანი ნავით (K2) 1000 და 200 მეტრიან დისტანციებზე პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ საჯაია და ჯამში ორ ოქროს მედალს დაეუფლა. გოგონებში ფურორი მოახდინა ქრისტინე მამრიკიშვილმა, რომელმაც ერთადგილიანი და ორადგილიანი ნავებით (K1-K2) 500 და 200 მეტრ დისტანციაზე პირველობა არავის დაუთმო და ჯამში 4 ოქროს მედალი მოიპოვა. 2003–2004 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ორადგილიანი ნავით 500 და 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილები დაიკავეს მეგი ფანცხავამ და თათია ავალიანმა (2–2 ოქროს მედალი). 
საქართველოს თასის პირველ ეტაპზე ქუთასელთაგან ვერცხლის მედალოსანი გახდა რატი ყურაშვილი (2K-200მ), ხოლო ბრინჯაოს მედალს დაეუფლა დათო დოღონაძე (2K-200მ).
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com