ამბები




დიდთოვლობის შედეგს იმერეთში გიორგი ამაშუკელი ეცნობა




 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი სამტრედიაში იმყოფება. ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას. იმერეთში რეგიონში დიდთოვლობის გამო სწორედ სამტრედიაში შეიქმნა რთული მდგომარეობა. როგორც ადგლობრივები აცხადებენ უხვი ნალექის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება შეეზღუდა. დიდთოვლობამ მუნიციპალიტეტში ასევე გადაადგილების პრობლემა შექმენა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურიდან იუწყებიან იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების სრული კოორდინაციით ხორციელდება.

გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრომომარაგების აღდგენის, ისე - საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.

 

 

ფოტო:სოფო ბობოხიძე


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com