ამბები




საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
 
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ნაწილი მთავრობიდან პარლამენტში უკვე შესულია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.

„ამ ნაწილში საჭიროა კოორდინაცია. იმის მიუხედავად, რომ კოალიციაში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცვლილებები და გადაადგილებები იმ კუთხით, რომ საარჩევნო რეჟიმებზე გდაწყვეტილებებს იღებენ პარტიები, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეული კოორდინაცია ამ პროცესში საჭირო იქნება და სწორედ ამაზე იყო საუბარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო თარიღთან დაკავშირებული განკარგულების ხელმოწერის იურიდიულ და ტექნიკურ დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როდის გამოქვეყნდება განკარგულება, ამის თაობაზე საუბარი გრძელდება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com