ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ''იმერი" შესახებ ლატვიური პრესა წერს

13 ივლისი, 2019 122



ხონის კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,იმერი" გასტროლები ლატვიაში წარმატებით მიმდინარეობს.

"ტუკუმის დღესასწაული მეგობრული კონცერტით დაიწყო" - ამ სათაურით ტუკუმის პრესაში ფესტივალის გახსნაზე წერენ. 
გაზეთის "Neatkarīgās Tukuma Ziņas" (ტუკუმსის დამოუკიდებელი ამბები) პირველ გვერდზე ქართულ სამოსში გამოწყობილი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,იმერი" ფოტოა გამოტანილი.

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ''იმერი" შესახებ ლატვიური პრესა წერს

როგორც ხონის კულტურის ცენტრში აცხადებენ ჩოხებში შემოსილ ქართველებს ადგილობრივები სიხარულით ხვდებიან.

ანსამბლის ,,იმერი" ლატვიაში, ქალაქ ტუკუმსში 10 ივლისს გაემგზავრა. 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: