ვინც შშმ პირთათვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილს გამოიყენებს გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის

13 ივლისი, 2019 112


ვინც  შშმ პირთათვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილს გამოიყენებს გაზრდილ ჯარიმას გადაიხდის

შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმის რაოდენობის გაზრდა ძალაში დღეიდან შევიდა.

საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამასთან, ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: