ქალების პროფესიული მომზადებისათვის 2 მილიონამდე დოლარი გამოიყოფა

12 ივლისი, 2019 81



საქართველოში 2 500 ქალის პროფესიული მომზადებისათვის 2 მილიონამდე დოლარი გამოიყოფა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. 

"როდესაც მეტი ქალი მუშაობს, ეკონომიკა იზრდება. ბედნიერი ვართ, რომ საქართველო შეირჩა აშშ-ის მთავრობის ინიციატივა W-GDP-ის მიერ, რომელიც გამოყოფს $2 მილიონამდე დაფინანსებას საქართველოში 2 500 ქალის პროფესიული მომზადებისათვის, 1500 ქალი მეწარმისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით და 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზით. 
პროექტი Yes-Georgia ერთადერთია, რომელიც ევროპისა და ევრაზიის რეგიონიდან შეირჩა და დარწმუნებული ვართ, რომ ის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 
Yes-Georgia განხორციელდება USAID/Georgia-სა და Crystal • კრისტალის პარტნიორობის ფარგლებში." - წერს ამერიკის საელჩო საქართველოში თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.  скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: