"მაინც მატირა... შუა თამაშში მიმატოვა" - ნათია ბანძელაძე ემოციური წერილით მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემშვიდობება

12 ივლისი, 2019 742



ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილს ემშვიდობება და ემოციურ წერილს თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.
"მეგა ტვ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"....მაინც მატირა ...ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით ,მან მასწავლა სიყვარული ,ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა ,როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა ,იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა...როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა ,,მეზიზღება,,.30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ,ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა . ჩემი სიკეთის სხივი ,დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ ,არასდროს ,რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა...რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ...ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველაჩვენთაგანი გაათბო! მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი ,მზით სავსე ,დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში ...მხეცს შეუყვარდა,ბრძოლა მე წავაგე ...მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ,არ ინერვიულო რაა" - წერს ნათია ბანძელაძე

"მაინც მატირა... შუა თამაშში მიმატოვა" - ნათია ბანძელაძე ემოციური წერილით მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემშვიდობება


ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას წლების წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: