"ქუთაისის მერიას ეძლევა ზუსტად 1 კვირა წყლის პრობლემა მოაგვაროს" - ექიმი არჩილ ჯალაღონია აქციებს აანონსებს

12 ივლისი, 2019 1 485



ქუთაისში უწყლობის პრობლემაზე საუბრობს ექიმი არჩილ ჯალაღონია და თავის ფეისბუკ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქუთაისს მერიას პრობლემის მოგვარებისათვის ერთ კვირას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გამართვას აანონსებს. ის ასევე ვიდეოს აქვეყნებს და თანამოქალაქეებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.

"მეგა ტვ" არჩილ ჯალაღონიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



"ქუთაისის მერიას ეძლევა ზუსტად 1 კვირა წყლის პრობლემა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებ ხანგრძლივ საპროტესტო აქციას, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ მოგვარდება პრობლემა. წინ არჩევნებია, ეს წყალი წაიღებს ყველა საარჩევნო ხმას და იმ უსაქმურ აპარატს ვისაც ეს კონკრეტული საკითხი ეხება....
შუა ზაფხულში, საქრთველოს ყველაზე ცხელ ქალაქში წყალი არაა უკვე სისტემატიურად...წარმოიდგინეთ ქალაქის სასიცოცხლო რიტმი, როცა დღეები თენდებიან წყლის გარეშე... ავადმყოფებს, მოხუცებს, ბავშვებს, უბრალო მოქალაქეებს გვაიძულებენ ვიცხოვროთ იმ ნივთიერების გარეშე, რომელიც ორგანიზმის მთავარი სასიციცხლო წყაროა...მომრავლდა ნაწლავთა ინფექციები, ინტოქსიკაციები და სხვადასხვა დაავადებები, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქალაქის უწყლოობაა, შეუძლებელია ბავშვებს მოვთხოვოთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, როცა ონკანში წყალი არ მოდის. ეს არის ტერორი, ძალადობა ხალხზე, რის გამოც მიიღებთ ისეთ პროტესტს, რომ წყალივით წაილეკებით ვისაც ეს გეხებათ...გთხოვთ ჩემს სოციალური ქსელის ყველა მეგობარს გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რაც ხდება ქუთაისში...ეს არის დაუშვებელი, იმის ფონზე რომ მერიიდან უამრავი ათასობით ლარი იფლანგება უაზროდ და როცა დღიური მინიმუმი 4 ლარია...ზაფხულია, პაპანაქება და ქალაქის გარკვეულ რაიონებს წყალი არ აქვს. რა 39 ახალი რეისი ქუთაისის აეროპორტიდან, რა ელექტრომობილები, რა კარფურის მშენებლობა, რა ახალი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ჰაბი, რა ტურიზმის განვითარებას აპირებთ ასე, ან ვინაა თქვენი დასაცინი...ქალაქში წყლის გარეშე ყველაფერი უფერულია, ფასადური და მეორეხარისხოვანი. აუცილებლად მოხდება პროტესტის ორგანიზება და თქვენ ამას შეეწირებით. ეს არ არის მუქარა და არც კონსტიტუციის დარღვევის მცდელობა, ეს არის მეათასე გაფრთხილება წყლის პრობლების შესახებ, რომელსაც ვერ აგვარებთ...
რაც შეგეხებათ თქვენ, ყველას ვისაც ეს ქალაქი ფეხებზე არ გკიდიათ: ექიმებო, იურისტებო, საჯარო სამსახურში დასაქმებულებო, პარტიულებო და უპარტიო საზოგადოებავ, პედაგოგებო, სტუდენტებო, სკოლებო, მძღოლებო, უმუშევრებო, მოხუცებო და ახალგაზრდებო , ქუთაისის სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებო, ხელოვანებო, ყველა ვისაც გაქვთ ან არ გაქვთ წყალი, ყველამ, ყველამ, ყველამ გამოდით გარეთ...თქვით თქვენი სიტყვა ქალაქის სახელით, ხვალიდენილი დღის სახელით, რათა ვისწავლოთ ქალაქში ერთად ცხოვრება და სამოქალაქო სოლიდარობა...შევცვალოთ ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ, მოვიდა დრო გავაკონტროლოთ ის ქაოსი რაც ქალაქშია.
ჩვენ ერთმანეთის სოლიდარობა მოგვეთხოვება..." - წერს ექიმი არჩილ ჯალაღონია თავის ფეისბუკ გვერდზეскачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: