საყვარელი არსება ქუთაისის ქუჩებში - როგორ შევარჩიოთ ზაზუნა

12 ივლისი, 2019 95



ზაზუნა ქუთაისის ქუჩებში. "მეგა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფს მოქალაქე ზაზუნასთან ერთად შეხვდა.


მათ ვისაც გსურთ რომ ზაზუნა გყავდეთ გაითვალისწინეთ. 

1. არ იყიდოთ ძალიან პატარა ან დიდი ზაზუნა. ის უნდა იყოს არა ნაკლებ 3 კვირისა და არა უმეტეს 3 თვისა.
2. ზაზუნას შეძენისთვის საუკეთესო დრო საღამოა. დღისით მღრღნელი აქტიური არაა და უმეტესობა მათგანს ძინავს. ამიტომ, გაგიჭირდებათ გარკვევა, სინამდვილეში ზაზუნას ძინავს თუ ავადაა.
3. თუ შეგხვდათ ავადმყოფი ან ფიზიკურად დაზიანებული ზაზუნა და გამყიდველი მას ნახევარ ფასად გთავაზობთ, არასოდეს დათანხმდეთ.
4. ზაზუნას ყიდვისას, დარწმუნდით, რომ სუფთა თვალები აქვს, ხოლო ბეწვი არ არის სველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავადაა.
5. სპეციალისტები მხოლოდ ერთი ზაზუნის შეძენას გვირჩევენ, რადგან ზრდასთან ერთად ორი ან მეტი ცხოველი ერთმანეთში ჩხუბობს.  თუ სურვილი გაქვთ გაამრავლოთ ისინი, მდედრი და მამრი ზაზუნა განცალკევებით მოათავსეთ.
6. ზაზუნა თავად შეარჩიეთ, არ ენდოთ გამყიდველს.
7. იმისათვის, რომ სქესი სწორად შეარჩიოთ დაიმახსოვრეთ შემდეგი ნიშნები -მდედრ ზაზუნას მუცელზე, ქვემოთ განთავსებული ხვრელები ერთმანეთთან უფრო ახლოს აქვს, ვიდრე მამრს. მუცლის დაბოლოება მამრს უფრო მოგრძო აქვს, ასევე, ის მდედრზე მშვიდია.
8. ზაზუნას შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ბეწვი ბზინავს და ის ბუნებრივად არ აქვს გაცვენილი.
9. ზაზუნას შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი უკანა ტანი და მის გარშემო არსებული ბეწვი იყოს სუფთა. ხშირ შემთხვევაში, დიარეა გამოწვეულია ინფექციებისა და ჭიებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ცხოველი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.
10. ზაზუნას ცხვირი უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი ლორწოვანი გამონადენის გარეშე.
11. სანამ ზაზუნას შეიძენთ, გააღვიძეთ და დააკვირდით მის ქცევებს. თუ ის აპათიურად წევს გალიაში ან პირიქით - ნერვიულად დარბის, შესაძლოა, გალიის სივიწროვის ბრალი იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რაიმე დაავადებაზე მიუთითებდეს.
12. ბუნებრივი შეფერილობის მღრღნელის იმუნიტეტი უფრო ძლიერია და ის ნაკლებად ავადდება, ხოლო ფერადი ზაზუნა ხშირად ღიზიანდება და ნერვიულია, მაგრამ სწორად მოვლის შემთხვევაში, ნებისმიერი შეფერილობისა და ხასიათის ბინადარი კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვრებს მოსიყვარულე პატრონების გარემოცვაში.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: