იმერეთში მდებარე ისტორიული ძეგლები, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდებათ

12 ივლისი, 2019 115


იმერეთში მდებარე ისტორიული ძეგლები, რომლებსაც რესტავრაცია ჩაუტარდებათ

ვანის ქვაბები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ისტორიული სასახლე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი შორაპნის ციხე-ქალაქი  - ეს იმერეთში მდებარე ძეგლებია, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხაში შედის. 

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან იუწყებიან სარესტავრაციო, საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ 9 მილიონ ლარს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფონდი „ქართუ“-ს მიერ მიმდინარე წლისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი დაემატება და ის სრულად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
"უპრეცედენტოდ დიდია სარესტავრაციო-საკონსერვაციო არქიტექტურული ნაგებობებისა და არქეოლოგიურად საკვლევი ობიექტების ნუსხა, რომლებზეც ფიზიკური სამუშაოები უკვე დაიწყო ან უახლოეს მომავალში დაიწყება. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, მხოლოდ კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგეტოს მიერ 84 მიმდინარე და ახალი პროექტი დაფინანსდება,რაც გულისხმობს: 43 არქიტექტურულ ნაგებობაზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 41 არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. კულტურული მემკვიდრეობის 50 -ზე მეტი უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი კი ფონდი „ქართუ“-ს თანხებით იქნება უზრუნველყოფილი.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რეაბილიტაციის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „RMG GOLD”-ისა და საქართველოს საპატრიარქოს 5 ეპარქიის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება,„RMG GOLD”-ი 1 მილიონ 700 ათას ლარს გაიღებს. 7 უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს ეკლესიის, ნიკორწმინდის, ალავერდისა და შუამთის სამონასტრო კომპლექსების სრულფასოვან რეაბილიტაციისათვის კი კომპანია მიმდინარე წელს 500 ათას ლარს დახარჯავს." - ვკითხულობთ საქართველოს მემკვიდრეობის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: