7 ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე გულმავიწყი ადამიანები ცხოვრობენ

12 ივლისი, 2019 261



სიჩქარესა და გადატვირთული გრაფიკის ფონზე ადამიანები ხშირად ტოვენ თავიანთ პირად ნივთებს სხვადასხვა ადგილას. სწორედ ამიტომ "მეგა ტვ" გთავაზობთ იმ ადგილებს საქართველოში, სადაც ყველაზე გულმავიწყი ადამიანები ცხოვრობენ.




საქართველოში ყველაზე გულმავიწყი მგზავრები ბათუმში ცხოვრობენ, — აქ ნივთის დაკარგვის 976 შემთხვევა დაფიქსირდა, მას მოყვება თბილისი — 787 განაცხადით, ქუთაისი - 454, გორი და ფოთი — 79, რუსთავი - 64, ხოლო ზუგდიდში - 63 შეტყობინება. სტატისტიკურ მონაცემებს კომპანია "მაქსიმი" ავრცელებს. მონაცემემბი 2019 წლის იანვარ-ივლისის კვლევას მოიცავს. მათივე ცნობით ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მგზავრებს 2 104 ნივთი დარჩათ ტაქსში. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 11 ადამიანი მაინც ტოვებს საკუთარ ნივთს უყურადღებოდ.

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ მგზავრები ყველაზე გულმავიწყები, იანვრის თვეში არიან. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს საახალწლო დღესასწაულებითაც.
უმეტეს შემთხვევაში, სერვისის მომხმარებლები ტაქსებში ტოვებენ ტელეფონებს, საბუთებს, გასაღებებსა და ჩანთებსაც კი." - აცხადებენ კომპანიაში. 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: