"არა მგონია ბოროტი გულით გაეკეთებინოს, რაღაც ახალი მოიფიქრა" - თეთრი ხიდი კვლავ ვანდალიზმის მსხვერპლია

12 ივლისი, 2019 243



კიდევ ერთი ვანდალიზმის ფაქტი თეთრ ხიდზე. მინის დაზინების შემდეგ უცნობმა პირებმა, თუ პირმა, ამჯერად საღებავით, ხიდის რკინის საფარი დაამშვენა. დილიდან აქ მოსიარულე მოქალაქეებს რკინის საფარზე ცნობილი ქართველი მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების სიტყვებთან ერთად, თეთრი საღებავით დაწერილი სხვადასხვა სახელები თუ სიტყვები დახვდათ. ერთ-ერთი მათ შორის იყო სიტყვა ხილვა. როგორც ჩანს ამ ფაქტის ჩამდენმა ეს გადაწყვეტილება ხილვის შემდეგ მიიღო. როგორც მერიაში აცხადებენ ფაქტზე პოლიციაში განცხადება უკვე შეტანილია და ისინი გამოძიების შედეგს ელოდებიან.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: