პროექტის „მოვუაროთ სკოლას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის #17-ე საჯარო სკოლა გახდა

11 ივლისი, 2019 99


პროექტის „მოვუაროთ სკოლას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის #17-ე საჯარო სკოლა გახდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „მოვუაროთ სკოლას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის #17-ე საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულ სკოლას ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე სტუმრობდა. მან სასწავლებელს სპეციალური პრიზი და სასწავლო ტექნიკა გადასცა. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებულ ყველა საჯარო სკოლას შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგად საქართველოს მასშტაბით სამი სკოლა გამოვლინდა. მათ სკოლის მოვლის გრძელვადიანი თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს. მიღებულ შედეგს კი კომისია ერთ წელიწადში შეამოწმებს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: