ივანნა კოტიაშ-ელერდაშვილი ქუთაისში სოლო კონცერტს გამართავს

05 ივლისი, 2019 129


ივანნა კოტიაშ-ელერდაშვილი  ქუთაისში სოლო კონცერტს გამართავს

ქუთაისის უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ივანნა (იანა) კოტიაშ-ელერდაშვილი ესტუმრება.

მომღერალი, მეცო-სოპრანო, მრავალი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის სოლო კონცერტი 7 ივლისს 18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

თეატრის ფოიეში უკრაინული ხატებისა და ტრადიციული ნაქარგობების ნიმუშები გამოიფინება. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ,,საქართველო - ჩემი სიყვარული, გულში - უკრაინა!’’ფარგლებში გაიმართება.

პროექტი საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამის „საქართველოს დღეები ევროპაში, ევროპის დღეები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

დასწრება თავისუფალია.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: