ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს

05 ივლისი, 2019 649


ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან ამ დროისთვის, მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე თქმით აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. 

პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: