გალერეაში "ვარლა" მხტვარ ზურაბ მგელიაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

04 ივლისი, 2019 147



გალერეაში "ვარლა" მხტვარ ზურაბ მგელიაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. 

გამოფენაზე მხატვრის მიერ ფერწერასა და გრაფიკაში სხვადასხვა დროს შექმნილი 80-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. აქ თქვენ ნახავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟებს, ნატურმორტებს, სცენებს ისტორიიდან და მითოლოგიდაან.

70 წლიასათვის მიძღვნილი ექსპოზიცია 4 ივლისს დაიწყო და ერთ კვირას გასტანს. ეს მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენაა, პირველი დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2000 წელს გაიმართა.

ზურაბ მგელიაშვილი 1949 წელის 27 ივნისს თელავში დაიბადა. 
მან 1969 წელს თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა ფერწერული მიმართულებით.
1969-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ზურაბ მგელიაშვილი 1982 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. მხატვარი წლების მანძილზე არაერთ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. მისი ნამუშერები დაცულია სახელმწიფო და კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში, იტალიაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. 


скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: