ქუთაისში "ტორპედოს" მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა

03 ივლისი, 2019 519


ქუთაისში "ტორპედოს" მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქუთაისის"ტორპედოს" გულშემატკივრები აქციებს განაგრძობენ. მათ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ მერიის წინ სოლიდარობის აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ეკონომიკის მინისტრთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა არც თუ ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ვაჩიბერაძის თქმით დღევანდელი სოლიდარობის აქცია ეძღვენა ტორპედოსა და ფეხბურთელებს, რომელთაც დიდი გამოცდა ელით ევროტურნირებზე.

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები 27 ივნისის შემდეგ ზაალ ჩაჩავას გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ

"ქუთაისი არის მზეთუნახავი ცალი თვალით"
- ასე გამოეხმაურა "ტორპედოში" მიმდინარე მოვლენებს თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: