ტორპედოს გარეშე ქუთაისი არის მზეთუნახავი ცალი თვალით - გოგი წულაია

03 ივლისი, 2019 240


ტორპედოს გარეშე ქუთაისი არის მზეთუნახავი ცალი თვალით - გოგი წულაია

"ტორპედოს გარეშე ქუთაისი არის მზეთუნახავი ცალი თვალით" - ასე გამოეხმაურა "ტორპედოში" მიმდინარე მოვლენებს თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია. 

პოლიტიკოსი დღეს "ტორპედოს" გულშემატკივდრების მიერ ქუთაისის მერიის წინ გამართულ სოლიდარობის აქციას შეუერთდა. 

"ვახსენებ ტორპედოს ვგულისხმობ ქუთაისის, ვახსენებ ქუთაისს ვგულისხმობ ტორპედოს და ვთვლი რომ ტორპედოს გარეშე ქუთაისი არის მზეთუნახავი ცალი თვალით.ხელისუფლებას მოვუწოდო მიაქციოს ყურადღება. მე მახსოვს როდესაც ქუთაისში ფეხბურთის თამაშის დროს ქალაქში იყო ზეიმი." - განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები 27 ივნისის შემდეგ ზაალ ჩაჩავას გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: