ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

03 ივლისი, 2019 149


ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მეორე ფაზის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა. პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი. რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის 4 სართულიანი აეროპორტი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვით. სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დასასრულს უახლოვდება მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. პარალელურად აეროპორტის ახალ ტერმინალში მიმდინარეობს საინჟინრო სისტემების გაყვანა, რაც ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღჭურვას გულისხმობს. მალე ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თანამედროვე აეროპორტი გვექნება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: