ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მოწყობის პროექტი მთავრობას მალე წარედგინება

03 ივლისი, 2019 135



ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით პროექტი მალე წარედგინება საქართველოს მთავრობას.
მისივე თქმით ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაოთხმაგდება და 2 მილიონამდე გაიზრდება. მისივე განმარტებით აეროპორტთან არსებული არსებული სადგურის კვლევა გერმანულმა კომპანიამ უკვე დაასრულა. მატარებლის სადგურში, რომელიც მგზავრებს აეროპორტთან დააკავშირებს, ყველა მატარებელი გაჩერდება, რომელიც დასავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით კურსირებს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით კი ქუთაისი უნდა იქცეს რეგიონოს ცენტრად ევროპასთან მიმოსვლის კუთხით. მისივე განმარტებით აეროპორტების გაერთიანება, მგზავრებს რგიკიგზის სადგურის მიმართულებით უფასო ავტობუსებით გადაიყვანს.
მისივე განმარტებით რკინიგზა აეროპორტთან 2 კილომეტრშო გაივლის, მგზავრებს კი უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.

პროეტქის გააქტიურება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა 3 ივლისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაათვალიერეს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: